“ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ”, თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ჩვენ დავაკვირდით თუ დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფებიდან, რომლევიც 55-დან 65 წელს მოიცავდა”, _ განაცხადა ტიკარაძემ.