მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია პირბადის გამოყენება, ასევე არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, სავარაუდოდ პირადი ჰიგიენის ზომებიც არ არის სათანადოდ დაცული, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კვლავ ტარდება მრავალრიცხოვანი ქორწილები და ქელეხები, რაც ეპიდმდგომარეობაზე აისახება.
„დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში: ეს არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ასევე საყურადღებო არის თბილისიც“, – განმარტა მინისტრმა.