წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც კორონავირუსის „კლასტერული შემთხვევები“ გამოვლინდა.
„გვაქვს შემთხვევები იმერეთში, ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, იხტვისის მაღაროებთან დაკავშირებული სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილში“, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს გვაქვს 88-მდე შემთხვევა. რა თქმა უნდა, იქ წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან იგეგმება და ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება, თუმცა, ეპიდვითარების გართულების შემთხვევები პრევენციული ზომები გამკაცრდება.