15 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოზურგეთში 51 ადამიანმა გაიკეთა.
ესენი არიან კლინიკა “მედალფას“ სამედიცინო პერსონალი და 65 წელზე ზევით ასაკის ადამიანები, რომლებიც არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი.
“ბოლო დღეებია სამედიცინო პერსონალის გააქტიურება შეიმჩნევა და ისინი იკეთებენ ვაქცინას.“ – გვითხრა კლინიკა “მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ.
ამ დროისთვის ოზურგეთში 34 სამედიცინო მუშაკი აიცრა.