“ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედეთი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა“, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპიაშვილმა განაცხადა.
„მათ სჭირდებათ გადატვირთვა. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არის საჭირო და ეს ნარატივი ყველამ უნდა დავივიწყოთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები როგორ ჩატარდა, ვინაიდან ახლა უკვე არის ე.წ. კრიზისი. ეს არის შემდეგი ტყუილი, რადგან თუკი არჩევნები იყო ზუსტი და ამომრჩევლის ნება აისახა შედეგებზე, რა კრიზისზე შეიძლება საუბარი? კრიზისი რომც არსებობდეს, გამოდის, რომ ყალბი კრიზისია. ვხედავთ, ქუჩაში რა ხდება, მოსახლეობის განწყობას ვხედავთ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ქმედეთი, რა კრიზისზეა საუბარი, კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში და მათ სჭირდებათ გადატვირთვა“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.