ოზურგეთელი მოქანდაკე ვასილ მჟავანაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი ავრცელებს.
2018 წელს, ოზურგეთში, ვასილ მჟავანაძის 50-წლიანი შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ სახვითი ხელოვნების ცენტრის წინ ვასილ მჟავანაძის მიერ შესრულებული დეკორატიული პორტრეტი საზეიმოდ გაიხსნა.
ვასილ მჟავანაძის მიერ შექმნილი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, თუმცა, დამთვალიერებელს თვალში განსაკუთრებით პატრიოტულ თემაზე შექმნილი ქანდაკებები ხვდება; მრავლად არის სახელობითი _ ვიქტორ დოლიძის, სიკო დოლიძის, ნოდარ დუმბაძის ბიუსტები. შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით, გამორჩეულია ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი გორელიეფი.
“გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს ვასილ მჟავანაძის ოჯახს.