გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ, მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.