ოზურგეთში, ავტოავარიის დროს დაშავებული ბავშვები, ოზურგეთის კლინიკა „მედალფადან“ ქუთაისში, ბავშვთა კლინიკაში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს. გოგონა ათი წლისაა, ვაჟი- რვის. ისინი დედას სკოლიდან შინ მიჰყავდა.
“ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, _ განაცხადეს „გურია ნიუსთან“ ოჯახის ახლობლებმა.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი, ბავშვების დედა, რომელიც თავად იჯდა საჭესთან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved