კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
როგორც BBC იუწყება, ნავალნის ადვოკატი აცხადებს,რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა.
ვადიმ კობზევის თქმით, ნავალნის, რომელიც სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება, ზურგის თიაქარი დაუდგინდა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას, ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო ზურგისა და ფეხის მწვავე ტკივილის სათანადო მკურნალობის მოთხოვნით.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.