“ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ „ევროპული საქართველოს” ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობას მედიის წარმომადგებლები არ ესწრებიან, ის პარტიის გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ახალი თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ხოლო გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიიდან წასასვლელად ემზადებიან გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე.
ცნობისთვის, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს. როგორც მან განაცხადა, პარტიული პაუზა აიღო, თუმცა „პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში“ რჩება.
„ევროპული საქართველო“ დატოვა ასევე კიდევ ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.