„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შავი ზღვა კვლავ იყოს მშვიდობის, წესრიგის და თანამშრომლობის ზღვა” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან ვლადიმერ ზელენსკთან, პერთობლივ რესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, დონბასში მიმდინარე „შემაშფოთებელი“ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება.
„ვიმედოვნებთ, რომ შემაშფოთებელი ესკალაცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, რაც შეიძლება მალე დასრულდება, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაგრძელდება და კონფლიქტის მოგვარება მოხდება დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების საფუძველზე. ჩვენ, მზად ვართ, უზრუნველვყოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება“ , – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს მშვიდობიანი შავი ზღვა სურს.
მან, ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„შეხვედრის დროს თურქეთმა მტკიცედ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ” ,– აღნიშნა ერდოღანმა.
პრესკონფერენციის შემდეგ, მხარეებმა გამოაქვეყნეს 20-პუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის “სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებენ”.
„ანკარამ და კიევმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავებისათვის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, უსაფრთხოების, თავდაცვის ინდუსტრიის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში“ – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ცნობისთვის, ზელენსკიმ და ერდოღანმა შეხვედრა სტამბულში გამართეს.