,,ნამოხვანზე რაც ხდება ახლა ყველა ზღვარს გადადის! ხან საზღვრებს ავლებენ, ხან სპეცრაზმი, ხან დასცინიან, ხან ატყუებენ. ახლა დგანან გაშეშებული სახეებით პოლიციელები და ელემენტარულ კითხვებზე არ სცემენ პასუხს. ხალხის ნერვებზე თამაში ძვირი დაგიჯდებათ,- წერს მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
ცნობისთვის, რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამინდის გაუარესებისა და დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოების მიზეზით, შსს-მ ჰესების მოწინააღმდეგეთა კარვების აშლის გადაწყვეტილება მიიღო.