,,ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის წვდომის შეზღუდვამ კოვიდ -19-ის პანდემია გააუარესა“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NBC NEWS -სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბლიკელნმა ჩინეთის ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ არ უზრუნველყვეს გამჭვირვალობა, შედეგად ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო.
„ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ“,- განაცხადა ენტონ ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.
„ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“ – აღნიშნა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, პანდემიამ ხაზი გაუსვა გლობალური მიდგომის აუცილებლობას, ”უფრო ძლიერი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის” გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი პანდემიები ან შეამცირონ ისინი.
”ეს ნიშნავს, რომ უნდა მიიღონ რეგულარული ვალდებულებები გამჭვირვალობისთვის – ინფორმაციის გაზიარების, ექსპერტებისთვის წვდომისკენ. ეს ნიშნავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაძლიერებას და მის რეფორმას, ასე რომ ამის გაკეთება შეუძლია და ჩინეთმა ამაში უნდა მიიღოს მონაწილეობა” – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში Covid-19 ვაქცინაციის გაძლიერებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ აშშ-ს “მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა” ეკისრება.
”სანამ მსოფლიოში ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა არ აიცრება, ეს კვლავ პრობლემა იქნება ჩვენთვის. რადგან მანამ, სანამ ვირუსი სადმე ვრცელდება, მან შეიძლება მუტაცია განიცადოს, შემდეგ კი ის ბრუნდება ჩვენთან, ” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ღამურებისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია „უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.