მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მკვლელად ითვლება ავსტრალიელი ბიჭუნა, რომელმაც 1991 წლის აგვისტოში, 2 წლის ასაკში, 22–კალიბრიანი თოფით 27 წლის პატრიკ ელისტი მოკლა. იარაღის პატრონმა დატენილი თოფი ავტომანქანის უკანა სავარძელზე დატოვა. პატარამ ჩახმახს შემთხვევით ხელი გამოკრა და ტყვია მფლობელს მოარტყა.
ავტოსაბურავების ყველაზე დიდი რაოდენობის თავის თავზე შემაგრება ინგლისელმა გერი უინდებანკმა მოახერხა. მაღალი სვეტის წარმოქმნელი საბურავების საერთო რიცხვი 96 იყო, მათმა წონამ კი 653 კილოგრამს მიაღწია.
ახალზელანდიელი შერილ ბატერვოსი თვითმფრინავის ფრთაზე მდგომი სამ საათზე მეტს დაფრინავდა.
მეცხვარის ყველაზე დიდი მათრახი, რომლის გატყლაშუნებაც მოხერხდა – დაწნა ავსტრალიელმა რარი ბროფიმ. ამ მათრახის სიგრძე, ტარის გარეშე, 40 მეტრს უტოლდება.
5 კაცისაგან შემდგარი გუნდის მიერ სტანდარტული სამზარეულო დანებით ყველაზე მეტი რაოდენობის გაფცქვნილი კარტოფილის წონამ 310 კილოგრამი შეადგინა (45 წუთში). ეს რეკორდი 2007 წლის 17 სექტემბერს ჰოლანდიელმა მზარეულებმა დაამყარეს.
ამერიკელმა მელისა სანდერზმა 2008 წლის 26 ოქტომბრიდან 2010 წლის 24 მაისამდე, სულ 516 დღე, იცხოვრა მაღალი ბოძის კენწეროზე მდგარი 1,8 X 2,1 ფართობის ქოხში.