გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსის 12 შემთხვევა დადასტურდა.
ოზურგეთის საზოგაოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირება სოფელ შრომაში არ დაფიქსირებულა, მაგრამ ფოთში შრომადან მყოფ 2 პირს დაუდასტურდა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონაირუსით ინფიცირების შემთხვევა ადგილზე არ გამოვლენილა, მაგრამ ფოთის ჯანდაცვის ცეტრიდან გვაცნობეს,რომ შრომის 2 მცხოვრებს დაუდასტურდა და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ვითარება სოფელ შრომაში სტაბილურია.



































































