ოზურგეთის სასწავლო- სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული ეპიდვითარების შესახებ „გურია ნიუსი“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს, ელზა სიმონიშვილს ესაუბრა.
„ამ წუთის ინფორმაციით, მეორე ბაღში 5 პერსონალი გვყავს ინფიცირებული და ბაღი გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. ნაღობილევში დადასტურდა 1 შემთხვევა პერსონალში და ბაღი ხვალიდან გადავა დისტანციურ რეჟიმზე. მე-9 ბაღში გვაქვს ინფიცირების 3 შემთხვევა. მაკვანეთის ბაღში 1 შემთხვევა გვაქვს. ანასეულში 1 პერსონალი გვყავს ინფიცირებული, მაგრამ რადგან კონტაქტი არ ჰქონდა ბავშვებთან და პედაგოგებთან, ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
რაც შეეხება სკოლებს, 1-ელ საჯარო სკოლაში გვყავს 1 ბავშვი დაინფიცირებული და კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული სწავლების. მე-2 სკოლაში გვყავს 2 ბავშვი ინფიცირებული, 1 კლასი გვყავს დისტანციურ რეჟიმზე იმიტომ რომ მეორე კლასს უკვე დაუსრულდა იზოლაციის ვადა. წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლაშია დაფიქსირებული ინფიცირების 2 შემთხევა ბავშვებში.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დაწესებულებები სწავლის ზოგი ჰიბრიდულ და ზოგიც დისტანციურ რეჟიმზეა გადასული“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.






































































