ჩვენი ინფორმაციით, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დღეს ოზურგეთში ელოდებიან.
„გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის პრესსამსახურის უფროსს, ლია კილაძეს დაუკავშირდა.
ჩვენს კითხვაზე – იგეგმება თუ არა დღეს ახალგარემონტებული თეატრის ოფიციალური გახსნა და დაესწრება თუ არა მინისტრი ამ ღონისძიებას, კილაძე გვპასუხობს:
„თეატრის გახსნა დღეს არ იგეგმება და არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი“.
რაც შეეხება წულუკიანის ვიზიტს, კილაძე ინფორმაციას არ ფლობს.
კულტურის მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არც გურიის გუბერნატრის პრესსამსაურში ფლობენ.