ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტის წარდგენას ეხმაურება.
ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათთვის მთელი პარლამენტი მუშაობდეს.
“მესამე ცდა! ვიმედოვნებ, რომ შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო შეთანხმებას ყველა მხარე დათანხმდება. საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს”, _ აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს. მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.