ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი) მცხოვრებ 17 წლის გოგონა დაიკარგა.
ოჯახის წევრები და სამართალდამცვავები მას უკვე მეორე დღეა ქობულეთშიც ეძებენ, რადგან ბოლოს გოგო კამერებმა ქობულეთში დააფიქსირეს.
„გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ესაუბრა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დაკარგული გოგონა სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის სკოლაში გუშინ იმყოფებოდა.