“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და ლიდერმა, ნიკა მელიამ შესაძლოა რამდენიმე საათში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს.
“ფორტუნას” ინფორმაციით, ენმ-ს თავმჯდომარის გათავისუფლების შესახებ მსჯელობა, დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და შუამავალს შორის მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ნიკა მელიას ადვოკატები რუსთავის სასჯელაღსრულების მე 12-ე დაწესებულებაში უკვე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ეს საკითხი დიდი ალბათობით მასთან ერთად განიხილეს.
შეგახსენებთ, მელიას გათავისუფლების შესაძლო მექანიზმებზე განცხადება სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ნიკა მელიას გათავისუფლებაა უპირობოდაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ დააკავეს. ნიკა მელიას ბრალი 17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
წყარო: fortuna.ge