ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოვიდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
შარლ მიშელი საქართველოში, პრეზიდენტის და პრემიერის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდება.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელს არ აწერს “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”.