21 აპრილის მონაცემებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის სამტრედიაში კორონავირუსით დაინფიცირების სულ 3643 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 3310 სამტრედიელი.
დღეს იზოლაციაში 15 პირი გადავიდა. ზოგადად, თვითიზოლაციაში 172 მოქალაქე რჩება.
ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
































































