არა 20 ივნისის ამნისტიას _ ამ სახელწოდების აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა 25 აპრილს დააანონსეს.
მოძრაობა “შეცვალე”, “დემოკრატიული მომავლისთვის” და “მოძრაობა საქართველოსთვის” ორგანიზებით აქცია 15 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, საერთოდ არ დარეგისტრირდეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით.
,,19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე.
კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.
სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით.
საქართველოს პატრიოტებს, ვისთვისაც მნიშვბელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ღირსება, მოგიწოდებთ, კვირას, 25 აპრილს, 15:00 სთ-ზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად გავაპროტესტოთ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი”, _ წერია ორგანიზატორების განცხადებაში.