რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობაზე დასაქმებულს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, მუშა ადგილზე დაიღუპა. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც უწყებიდან “გურია ნიუსს” აცნობეს. საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.