ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა გიორგი რურუას გათავისუფლებასა და ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნას Twitter-ზე ეხმაურება.
ევროპარლამენტარი, პოსტს ქართულად წერს. მისი თქმით, ელოდება, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებს.
,,გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას“, _ წერს ფოტიგა.
ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა, რის საფუძველზეც რურუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.



































































