,,საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით”, _ ასე ეხმაურება twitter-ზე ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაში ოპოზიციონერი არჩეული წევრების ნაწილის მონაწილეობას.
“მოხარული ვარ, რომ გავიგე საქართველოს პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად. საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით.
ვულოცავ კახა კუჭავას ახალ სპიკერად არჩევას, – წერს კალიურანდი.



































































