ავტომანქანები სასაფლაოებზე – აღნიშნული ფოტოები გადაღებულია დუშეთის რაიონის ერთ-ერთი სოფლის 2 სასაფლაოზე.
მიუხედავად აკრძალვისა, როგორც”გურია ნიუსისთვის” წყაროს მიერ მოწოდებულ კადრებში ჩანს, ხალხი აღდგომა დღეს სასაფლაოზე მაინც გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალა. ამ აკრძალვის არ გათვალისწინების შემთხვევაში,მოქალაქეები დაჯარიმდებიან 2000ლარით.