გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდული გაერთიანების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლისაა და სკოლაში აფხაზური ენის მასწავლებლად მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში იპოვეს გარდაცვლილიც.
ადგილობრივები თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.
ცნობისთვის, ცხედარი, 2 მაისს იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.
მასწავლებლები და მოსწავლეები, გარდაცვლილს, როგორც დადებით პიროვნებას ახასიათებენ.
„არავინ იცის თუ რატომ შეიძლება მოეკლა თავი. ბავშვებს ძალიან უყვარდათ. მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანი იყო, მაგრამ ეს ორი კვირა, თურმე ძალიან განერვიულებული ჩანდა. მასწავლებელმა თქვეს, რომ ერთი-ორჯერ ნამტირალევი თვალებითაც მოეჩვენათ.
თავიდან სოფელში ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მალევე ყველას შეაყვარა თავი. მეგრული კერძები უყვარდა, ადგილობრივები ხშირად ატანდნენ სახლში, მასაც სიხარულით მიჰქონდა სოხუმში.
უყვარდა ქართველები…“_ ამბობენ ისინი.