დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.
გარდა ამისა, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.