საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
“ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით.
გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე – კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას.
პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა სიმონიშვილი.