დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ავტომობილის დაჯახების შედეგად გასკდა ბუნებრივი აირის მილი, რითაც მთელი სოფელი მარაგდება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ავარიული სამსახური, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის და სოფელს გაზი არ მიეწოდება.