https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროგრამა “განახლებული რეგიონები” _ რა კეთდება გურიაში

17:05; 9.05.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის _ “განახლებული რეგიონები”, ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, ოზურგეთში გამართულ სხდომაზე რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია _ ამის შესახებ ინფორმაცია გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ გაავრცელა.

ვასილ ჩიგოგიძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში _ კულტურისა და დასვენების პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ჩოხატაურში _ ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება, ხოლო ლანჩხუთში _ ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკის და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის განახლება იგეგმება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პროგრამა მარტო პარკის განახლებას არ ითვალისწინებს:

“ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროგრამას. მარტო კულტურისა და დასვენების პარკი არ კეთდება _ კეთილმოეწყობა კოსტავას ქუჩის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი, ტროტუარებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებით, გამწვანებით და განათებით”, _ გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ პროექტი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ჩოხატაურს. უფრო მეტიც, ირაკლი კუჭავა სპეციალურად “გურია ნიუსის” მკითხველისთვის ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა დაბაში, ორპირას ბულვარის პროექტის გაგრძელებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მუშაობს:

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა პროექტირება-მშენებლობის ტენდერი. გამარჯვებული კომპანიის არქიტექტორები და ურბანისტები ადგილზე გაეცნობიან ჩვენ მიერ სახელმწიფო კომისიისთვის შეთავაზებულ და დამტკიცებულ სივრცეს. პროექტის ღირებულებაც ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სამუშაოები წელს დაიწყება.

ეს პროექტი მთლიანად შეუცვლის იერსახეს ჩოხატაურს და ჩვენ მიერ დაბის კეთილმოწყობის დაწყებული სამუშაოების ლოგიკური გაგრძელება იქნება.

ასევე, თქვენს მკითხველებს ვეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, აქტიურად მუშაობს სამთავრობო სტრუქტურებთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან “ორპირას ბულვარის” პროექტის გაგრძელების დაფინანსების მოპოვებისთვის. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, როცა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება ამ პროექტის გახორციელების პერსპექტივა”, _ გვითხრა მერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჩოხატაურში, “ორპირას ბულვარის” პროექტის პირველი ნაწილი ხორციელდება, ჩოხატაურის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილზე კი მერმა დროებით უარი თქვა და ევროკავშირის დაფინანსებით მოპოვებული თანხით უდაბნოს მონასტრის მიმართულებით გზის გაკეთება არჩია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პროგრამა “განახლებული რეგიონები” უპრეცედენტოა და გარდა ქალაქის ვიზუალური მოწესრიგებისა, ეკონომიკური სარგებლის ნახვის საშუალებასაც იძლევა:

“პროგრამა არის უპრეცედენტო, რომლის მსგავსი არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. იგი მუნიციპალიტეტებს მოგვცემს განვითარების შესაძლებლობას. კონკრეტულად, ლანჩხუთში ცენტრალური მოედანი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, დაისვენოს. ამას ეკონომიკური სარგებელიც ექნება _ ბიზნეს გარემო განვითარდება. ასევე, დამატებით არის საუბარი, რომ კვანძი, რომელიც ლანჩხუთთან აკავშირებს ცენტრალურ მოედანს, მოეწყობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ადამიანები დასაქმდნენ და ბიზნესგარემო შეიქმნას.  გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გალამაზდება და მოწესრიგდება ქალაქის ცენტრი, ეკონომიკურადაც სარგებელი იქნება. მაისში ჩამოვლენ საპროექტო სამსახურების წარმომადგენლები, გაამზადებენ პროექტს, გამოცხადდება ტენდერი და მალევე დაიწყება სამუშაოები. ეს პროექტი დიდი საჩუქარია ვიზიტორისთვისაც, ტურიტისთვისაც, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ბიზნესისითვისაც”, _ ამბობს მერი.

ალექსანდრე სარიშვილის თქმით, მოწყობილი სივრცე ზედამხედველობის ქვეშ იქნება, რომ არ დაზიანდეს.

ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროექტები გახორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

00:00; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

09:56; 18 იანვარი, 2026

ერთად პატარა თომას გადასარჩენად

რეგულაციები მკაცრდება _ რა ბედი ელით მოპედის მძღოლებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო