ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამენიმე სოფელში.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ძლიერმა ქარმა სოფელ დიდივანში სკოლის სახურავი დააზიანა.
“სტიქიამ ნაწილობრივ დააზიანა დიდივანის სკოლის სახურავი. ასევე, სოფელ ბასილეთში დაზიანდა ერთ-ერთი უბნის გზა, რამაც შეიძლება იმ უბნის მცხოვრებ 15 მოსახლეს, პრობლემები შეუქმნას, ამიტომ, გზის შესაკეთებელი სამუშაოებისთვის უკვე ვემზადებით. გუთურში კერძო სახლს სახურავი გადახადა, მაგრამ უკვე შეუკეთეს და ეს პრობლემა მოგვარებულია. ასევე, დაზიანებული იყო და ქარმა კიდევ უფრო დააზიანა ბუკნარის ძველი კლუბის სახურავი”, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი და ნალექი გურიაში კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდება.