ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ინფექციონისტი, ფაუჩი აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ პირბადის ტარება შეიძლება სეზონური გახდეს.
„წელს გრიპის სეზონი პრაქტიკულად არ გვქონდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები იყენებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთ სახეობებს, რომლებიც ძირითადად კოვიდ -19-ის წინააღმდეგ იყო მიმართული“,_ განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩიმ დასძინა, რომ რესპირატორული ინფექციების სეზონზე, როდესაც მაგალითად, გრიპია გავრცელებული, ადამიანებმა შეიძლება ნიღბები ატარონ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.