ძმები შოთა და აჩი არველაძეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.
როგორც ცნობილი ხდება მათ სინოფრამის ვაქცინა გაიკეთეს. აცრის შემდეგ შოთა არველაძე მედიის კითხვებს უპასუხა.
მან განაცხადა, რომ არც ის და არც მისი ძმები: აჩი და რეზი, არ აპირებენ პოლიტიკაში მოსვლას.
„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები აპირებენ. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინის გაკეთება არის აუცილებელი“, _ თქვა შოთა არველაძემ. ინფორმაციისთვის, ძმები არველაძეების პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოცვის პლანტაციას სტუმრობდა. ბევრისთვის მაშინ გახდა ცნობილია, რომ ძმები არველაძეები მოცვის გაშენებით არიან დაინტერესებულები.