ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.
დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.
მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
წყარო: ინტერპრესნიუსი