საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა 2020-2021 წლების სასწავლო სემესტრი საკლასო ოთახებში დაასრულონ. მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.