უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა და მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული გრაფიკით მუშაობს, მოსახლეობას კი მგზავრობისას კვლავ პირბადის გამოყენება მოუწევს.
ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.