“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილება აღარ არსებობს.
ნიკა მელიას თქმით, ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისსხმევას მოითხოვს.
„ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისადაც ცხადი იყო“, _ განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციებს აანონსებდა. ამავე აქციაზე იგეგმებოდა, რომ ნიკა მელია თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად დასახელებულიყო.