ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი – 20 მაისიდან ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის” და „დეილის” ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/TBCGoriQutaisi .
(R)
























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








