ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 1261 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1227 ადამიანი, გარდაცვლილია 14.
„ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღე ფიქსირდება. ინფიცირებული პაციენტებიდან 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. აქტიურია 38 შემთხვევა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.