ციკლონს ინდოეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.
მეტეოროლოგების თქმით, შტორმის სიძლიერე შესუსტდა, მაგრამ ძლიერი წვიმა ზოგიერთ რეგიონში გრძელდება.