„ევროპულ საქართველოს“ ერთი წევრი პარლამენტში შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე პარტიას ტოვებს, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! – ამ განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომას.
„როგორც გავიგე, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ არ შემოდიან პარლამენტში. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!
ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე მოიქცენენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრული არიან; ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა, მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს, დისკუსიას არ აქვს და აქ არიან წარმოდგენილი.
ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.