,,გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა 1966 წელს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს”, _ ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად დაიწყო, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.
“ამბროსი (ანდრო) ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი. მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოებას”. – წერია განცხადებაში.