დღეს, ოზურგეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი შედგა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშევამ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა. შეხვედრას ესწრებოდა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი სახოკია.
ფორუმის მიზანი, როგორც აქ გახსნისას თქვეს, რეგიონებში ახალი ეკონომიკური განვითარებსი გზების დასახვას და ძიებას ითვალისწინებს, რომ პანდემიის შემდგომი კრიზისიდან გამოსვლაა საჭირო.
რეგიონული საივესტიციო ფონდის პროექტის მენეჯერმა, თიკო ტყეშელაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ პატივად მიიჩნევს მის მიერ ფორუმის გახსნას და მხარს უჭერს ახალი სადისკუსიო სივრცის შექმნას, თანასწორობის პირობებში ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის.
ალექსანდერ კარნერმა ისაუბრა 2011 წლის შემდგომ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც საქართველოში ეს დიდი პროექტი ამოქმედდა.
_ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.ავსტრია წარმატებული ქვეყანა თუ არის, ეს იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა არის კარგად განვითარებული. ახლა მთავარია, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების სრული რეალიზება, _ თქვა მან და აღნიშნა, რომ ტურიზზე როცა საუბრობს , ხაზს უსვამს კურორტ ბახმაროს უნიკალურობას და მხარს უჭერს მისი განვითარებას.
რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მერებმა ისაუბრეს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის პოტენციალის შესახებ, თუ რა საბაზისო მონაცემები გააჩნიათ მათ სრული განვითარებისთვის.
დასასრულს ფორუმის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
მალე ვრცლად გიამბობთ ამ საინტერესო შეხვედრის შესახებ, სადაც „გურია ნიუსის“ დასმულ კითხვებს უპასუხეს.