“გურია ნიუსის“ კითხვაზე, ამ ეტაპზე რომელ რეგიონშია მძიმე ეპიდსიტუაცია – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ გვიპასუხა, რომ ამ ბოლო დროს ყველა რეგიონში ერთნაირი სიტუაციაა.
“ყველაზე მეტად დაზარრალებული თბილისი იყო მთელი ეს პერიოდი ავადობის მხრივ. გურიაში იყო თავიდან მაღალი ავადობის მაჩვენებელი, ახლა კი საშუალოზე ნაკლებია. დღეს ყველგან ერთნაირი სიტუაცია არის და აქედან გამომდინარე, ასე გამოყოფილად ვერცერთ რეგიონს ვერ გდავასახელებ“, _ გვითხრა პაატა იმნაძემ.