ხობის ერთ–ერთ სოფელში მამაკაცი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ქუჩაში შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფიზიკურად საკუთარი ძმისშვილი გაუსწორდა.
დეტალების გასარკვევად “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა _ შავლეგ ბუკია მომხდარს კატეგორიულად უარყოფს.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე, ხობში მომხდარ ამბავზე დაკავებულია 1 პირი. გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს.