შვილებთან გატარებული ყოველი წუთი ძალას მმატებს, _ წერს გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში და თავის შვილებს საზოგადოებას აცნობს.
“გაიცანით ჩემი ორი სიამაყე გიორგი და დემნა, რომელთა მიმართაც გამძაფრებული ემოცია მაქვს. უფროსი ვაჟი, გიორგი 19 წლისაა, დაამთავრა ბრიტანულ-ქართული აკადემია და უმაღლეს სასწავლებელში ეუფლება მეღვინეობას. უმცროსმა, დემნამაც ასევე დაამთავრა წელს ბრიტანულ-ქართული აკადემია და კავკასიის ბიზნესსკოლის სტუდენტი გახდა.
აქ, გურიაში მათთან ერთად, ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემს შვილებს ნამდვილი „სისხლის ყივილი“ მაშინ ეწყებათ, როცა გურიის საზღვარზე შედგამენ ფეხს და გურულ ჰაერს ჩაისუნთქავენ. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მათთან გატარებული ყოველი წუთი ძალას მმატებს.
მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მშობლიურ გურიაში უკეთესობისკენ ბევრი რამ შევცვალოთ და ისე ვიცხოვროთ, რომ წლების შემდეგ გიორგიმ და დემნამ ჩვენი ოჯახის მიერ გაკეთებული საქმეებით იამაყონ”, _ წერს გურიის მაჟორიტარი.