მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ციმბირის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარმოადგინეს ბიოტექნოლოგიური მეთოდები სწრაფად მზარდი ხეების შესაქმნელად.
საზოგადოებრივი კავშირების ცენტრი იტყობინება, რომ ამ მეთოდებით შეიძლება, მივიღოთ მასალა ბიოსაწვავის წარმოებისთვის. კერძოდ, პირველად ჩატარდა ვერხვის ცვლილება სიმინდის სპეციალური გენით, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი და შეკრული ჰორმონის რეგულირებას.
ეს ჰორმონი აუცილებელია სწრაფი ზრდისათვის. დღეისთვის ამ ლაბორატორიებში უკვე მიიღეს ნერგები, რომლებსაც შესაბამისი უფლების მიღების შემდეგ პლანტაციებში გადარგავენ.
თვითკლონირებადი ცვალებადობის გამოყენების ექსპერიმენტის მეორე ვარიანტში აღებულია პირამიდული ალვის ხე, რომლის ვარჯის ფორმა საშუალებას იძლევა ფართის ერთეულზე მეტი მცენარე განვალაგოთ.
„ორივე საცდელი ნიმუშის ხე 7-8-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ჩვეულებრივი სახეობები. ორი წლის განმავლობაში ნერგისგან ოთხმეტრიანი ხე იზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სწრაფად მზარდი თვითკლონების მიღების მიმართულებით კვლევების გაგრძელება იგეგმება.