გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოზურგეთის მაცხოვრებელი ქალია სოფელ კონჭკათიდან.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებული პაციენტი სამკურნალოდ ქობულეთში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტია გარდაცვლილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი დაფიქსირებულია კორონავირუსის 4263 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4059.
ბოლო 24 საათში კი ინფიცირების 7 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის კორონავირუსს 147 ადამიანი ებრძვის.